Thumbnail

ნეიმარი განაცხადს მიღმა! პარი სენ-ჟერმენმა სეზონში პირველი თამაში წააგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პარი სენ-ჟერმენი რენთან 1:2 დამარცხდა
  • ნეიმარი განაცხადში ისევ არ იყო

პარი სენ-ჟერმენმა წინა სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში მხოლოდ 5 თამაში წააგო, ახლა კი, ორი ტურის შემდეგ უკვე აქვს ერთი წაგება. პარიზულმა გრანდმა სეზონის პირველი მარცხი რენთან იწვნია - თომას ტუხელის გუნდი 1:2 დამარცხდა და, თანაც, თამაში შეუტრიალეს.

პარიზელები 36-ე წუთზე ედინსონ კავანიმ დააწინაურა, მაგრამ მ’ბაიე ნიანგმა პირველივე ტაიმში, 44-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა რენი დელ კასტილიომ დააწინაურა.

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც პირველ ტურში (3:0 ნიმთან), ნეიმარი არც ამჯერად იყო განაცხადში. ბრაზილიელის არყოფნის ოფიციალური მიზეზი ტრავმაა, არაოფიციალური კი - პსჟ-დან წასვლის სურვილი. როგორც იცით, ნეიმარს ბარსელონაში ან მადრიდის რეალში გადასვლა სურს. მოლაპარაკებები დაწყებულია და წესით, ნეიმარის საგა ამ დღეებში უნდა დასრულდეს. თავად ბრაზილიელისთვის პირველი არჩევანი ბარსაა, მაგრამ რეალში გადასვლაზეც თანახმაა. მისთვის მთავარია, რომ პსჟ-ში არ დარჩეს.

📺 ვიდეო: რენი 2:0 პსჟ (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები