Thumbnail

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივი დინამო საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. მატჩი ანგისას ბაზაზე ჩატარდება. ტრადიციულად, ტრიბუნა გაივსება და წესით, თამაშიც საინტერესო უნდა გამოვიდეს.

ბათუმის დინამოს 23 მატჩის შემდეგ, 43 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში. წინ მხოლოდ თბილისის დინამოა, 44 ქულით და ერთით ნაკლები ჩატარებული მატჩით. აჭარლები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და მათთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

წინა ტურში, ბათუმის დინამომ ნავსი გატეხა და 5-მატჩიანი პაუზის შემდეგ, სამი ქულა მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდი შეეცდება, რომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგოს და გაიმყაროს სატურნირო მდგომარეობა. მით უმეტეს, 24-ე ტურში თბილისის დინამოს ქუთაისის ტორპდოსთან უწევს გასვლითი მატჩი, იქ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

📸 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

ბათუმის დინამოს დანაკლისი აქვს: ნიკა საბანაძეს წელის ტრავმა აწუხებს, სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და რთული სათქმელია რამდენი ხანი გაუცდება. ასევე ტრავმირებულია გიორგი ჯანელიზე და დიდი ალბათობით, განაცხადშიც არ იქნება. სხვები მწყობრში არიან და ემზადებიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის.

ბათუმურ შეხვედრაში საინტერესო სამწვრთნელო დუელი შედგება: გია გეგუჩაძე და სოსო ფრუიძე ეროვნულ ლიგაში გამორჩეული სპეციალისტები არიან და ვნახოთ, ამჯერად რომელი აჯობებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დინამოსთვის ფრე წაგების ტოლფასი იქნება. ამიტომ, გეგუჩაძე გუნდს მხოლოდ მოსაგებად განაწყობს, რაც ფეხბურთელების კომენტარებიდანაც ჩანს...

ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი)

“ხუთი მატჩი არ გვქონდა მოგებული და საბედნიეროდ, ეს სერია წინა ტურში, ვიტ ჯორჯიასთან დავასრულეთ. შესაბამისად, ამაღლებული განწყობა გვაქვს და მოტივირებულები ვართ. მით უმეტეს, ჩიხურას საკუთარ მოედანზე ვხვდებით და მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. სხვა ნებისმიერი შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. ზაფხულის პაუზა გუნდის შესათამაშებლად გამოვიყენეთ და ეს ფაქტორი ძალიან დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში”.

ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო ბათუმი)

“ვიტ ჯორჯიასთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ. საჩხერის ჩიხურა კარგად დაკომპლექტებული ძლიერი გუნდია და რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვებაა. მხოლოდ ამისთვის გავალთ მოედანზე”.

📺 ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი

საინტერესო ფაქტები

⚽ ბათუმის დინამოს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 1 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება აქვს.

⚽ საჩხერის ჩიხურას ეროვნული ლიგის  ბოლო 5 თამაშში 1 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება აქვს.

⚽ წელს გუნდები ორჯერ შეხვდენ ერთმანეთს: ერთხელ ბათუმის დინამომ მოიგო, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსი: 2:1 ბათუმის დინამოს სასარგებლოდ.

⚽ საჩხერის ჩიხურამ ეროვნული ლიგის გასული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა.

⚽ ბათუმის დინამომ გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2 მოიგო და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, მამუჩაშვილი - გაბრიელი, ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი.

ჩიხურა (4-4-2): ჰამზიჩი - კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია, ჩიკვაიძე - დეკანოიძე, ჩიტეიშვილი, სარდალიშვილი, ლექვთაძე - ჩიხლაძე, ფანცულაია.

კომენტარები

ბოლო ამბები