Thumbnail
  • დინამო თბილისი 1:1 (0:4) ფეიენოორდი
  • 1:0 შენგელია (52), 1:1 ბოტეგინი (57)

"დინამო არენაზე", რომელიც უეფას დისკვალიფიკაციის გამო თითქმის ცარიელი ტრიბუნების თვალწინ ჩატარდა, თბილისის დინამომ ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩში როტერდამის ფეიენოორდს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ჰოლანდიელებმა დიდი ანგარიშით, 4:0 გაიმარჯვეს. ევროთასებს ბოლო ქართული კლუბიც დაემშვიდობა.

უმაყურებლობამ თავისი დაღი დაატყო თამაშს, 100-ზე მეტი ჰოლანდიელი ფანის გამხნევებული ფეიენოორდი უკეთ თამაშობდა, თუმცა ერთი საგოლე მომენტი დინამოს ჰქონდა - 26-ე წუთზე ბაქარ ქარდავა მეკარესთან პირისპირ კი გავიდა, მაგრამ ვერმეერს ვერ აჯობა. 

1:0 შენგელია 52'

ანგარიში მოულოდნელად დინამომ გახსნა - ლევან შენგელიამ ვან დერ ჰეიდენი უხეში შეცდომისთვის დასაჯა.

1:1 ბოტეგინი 57'

დინამო მხოლოდ ხუთ წუთს ლიდერობდა, ფეიენოორდმა კუთხური მოაწოდა, ერიკ ბოტეგინმა თავით დაარტყა, თუმცა დაიბლოკა, სტუმართა კაპიტანმა განმეორებითი დარტყმით გაიტანა.
61-ე წუთზე შენგელიას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ პირისპირ გასულმა კარში დარტყმის ნაცვლად პასი გააკეთა, რომელსაც ქავთარაძე ვერ შეწვდა.

ბოლო წუთები დინამომ მონხილის ტრავმის გამო 10 კაცით ჩაამთავრა, თუმცა ამ შეხვედრაში გოლი აღარ გასულა. 2019/20 წლების ევროსეზონი ქართული კლუბებისთვის დასრულებულია.

დინამო 1:1 ფეიენოორდი

გოლები: 1:0 შენგელია (52), 1:1 ბოტეგინი (57)

დინამო (3-4-2-1): პერალესი - მონხილი, მეჯუბი, კობოური (37. შიშკა) - რუხაია, პაპავა, ნინუა, ქიმაძე (80. აზაროვი) - შენგელია, ქარდავა - ქავთარაძე (69. იაშვილი)

ფეიენოორდი (4-3-3): ვერმეერი - გეერტრუიდა, ბოტეგინი (70. მალასია), ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი - კიოკჩიუ, ტაპია (70. კელი), ბურგერი - ნარსინგი, ბერგჰუისი (79. ბანისი), ლარსონი  

კომენტარები

ბოლო ამბები