Thumbnail

საბურთალოსთან მოგებიდან მსოფლიოს ჩემპიონობამდე? სომხეთის პრემიერის მილოცვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არარატ-არმენიამ საბურთალო თბილისში დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა
  • სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშინიანმა თანამემამულეებს წარმატება მიულოცა
  • სომხები 2050 წლისთვის მიზნად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონობას ისახავენ

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არარატ-არმენიის საბურთალოსთან ორი მატჩის ჯამში გამარჯვებამ სომხეთში ყველა გაახარა - რიგითი მოქალაქეებიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც. 

ერევნის გუნდმა შინ ანგარიშით 1:2 წაგების შემდეგ, 14 აგვისტოს თბილისში მოახერხა საქართველოს ჩემპიონისთვის ორი უპასუხო გოლის გატანა და შემდეგ ეტაპზე გასვლა.

არარატ-არმენიას გულშემატკივრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე

სომეხი ფეხბურთელების წარმატებას სომხეთის მთავრობის მეთაური ნიკოლ პაშინიანი საინტერესო პოსტით გამოეხმაურა:

"გმადლობთ, უპრეცენდენტო საფეხბურთო გამარჯვებისთვის", - დაწერა პაშინიანმა ფეისბუქში თავის გვერდზე და იქვე აღნიშნა, რომ სომხეთის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში თავად გაახმიანა, 2050 წლისთვის ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მიერ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვებაა.

"აქედანვე დავიწყოთ", - დასძენს სომხეთის პრემიერი.

«Արարատ-Արմենիա». կեցցե՚ք տղերք: Շնորհակալ եմ ֆուտբոլային աննախադեպ հաղթանակի համար: Հիշեցնեմ Հայաստանի...

Posted by Nikol Pashinyan / Նիկոլ Փաշինյան on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2019

საბურთალოს ბარიერის დაძლევის შემდეგ, არარატ-არმენიას ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში დაპირისპირება ლუქსემბურგის დუდელანჟთან მოუწევს. შესაბამისად, სომხურ გუნდს არცთუ ურიგო შანსი აქვს, ითამაშოს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

კომენტარები

ბოლო ამბები