Thumbnail
  • ატრომიტოსი 0:2 (0:0) ლეგია
  • ვაკო გვილიას გუნდი ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებს

ვაკო გვილიას ლეგია ევროპალიგის პლეი ოფშია - პოლონურმა კლუბმა საბერძნეთში ქართველი ლეგიონერის წყალობით, 2:0 დაამარცხა ატრომიტოსი და ორი მატჩის ჯამში ამავე ანგარიშით იმარჯვა. 

ვაკო გვილიამ შეუცვლელად ითამაშა, 29-ე წუთზე სტოლარსკიმ მისი გადაცემით გახსნა ანგარიში, ხოლო 51-ე წუთზე ვაკო მარჯვნიდან ჩაწოდებულს დაუხვდა და ახლო მანძილიდან დაუმუშავებლად აიღო ბერძნული კლუბის კარი.

პლეი ოფში ლეგია დანიური მიდტიულანდისა რეინჯერსის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები