Thumbnail

თბილისს როტერდამის ფეიენოორდი ეწვია, 15 აგვისტოს კი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი შედგება, სადაც ჰოლანდიური გუნდი თბილისის დინამოს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი როტერდამელების გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

თბილისური მატჩი უეფას სანქციების გამო უმაყურებლოდ ჩაივლის. ფეიენოორდის მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა…

იაპ სტამი (ფეიენოორდის მთავარი მწვრთნელი)

“დინამო კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაღალი დონის გუნდია. რა თქმა უნდა, თბილისურ გუნდს აქვს სუსტი მხარეები. ყველა ეს გარემოება უნდა გავითვალისწინოთ და ხვალინდელ შეხვედრაში შესაბამისი თამაში ვაჩვენოთ. 

პირველ მატჩამდე, დინამოს რამდენიმე თამაშის ჩანაწერი ვნახე. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მწვრთნელი თბილისური გუნდის თამაშს დაესწრო. დინამო ყველა პოზიციაზე კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ამიტომ, რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. ხვალ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, რადგან ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი შეიცვალოს.  

კარიერის განმავლობაში უმაღლესი დონის მწვრთნელებთან მიმუშავია და მათგან ბევრი ვისწავლე. ეს ბუნებრივია, მაგრამ ყოველთვის უნდა ეძებო და დაამკვიდრო საკუთარი სტილი. ამიტომ, არ ვბაძავ არავის და არ მყავს კუმირი მწვრთნელი”.

ერიკ ბოტეგინი (ფეიენოორდის კაპიტანი)

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ფეხბურთელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის წინაშე თამაში და მით უმეტეს, ასეთ დიდ სტადიონზე. არც ჩვენთვის არის ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში სასიამოვნო, მაგრამ პირველ რიგში, ეს გარემოება მაინც დინამოს დააზარალებს”.

კომენტარები

ბოლო ამბები