Thumbnail
  • 15 აგვისტო | ⌚ 20:30 | ⚽ დინამო (საქართველო) V ფეიენოორდი (ჰოლანდია)
  • თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა

15 აგვისტოს, თბილისის დინამო ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს, "დინამო არენაზე" როტერდამის ფეიენოორდს უმასპინძლებს. პირველი მატჩი ჰოლანდიაში მასპინძელთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

თბილისური მატჩი უეფას სანქციის გამო უმაყურებლოდ ჩაივლის. დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა…

ფელის ვისენტე (დინამოს მთავარი მწვრთნელი)

“პირველი მატჩის შედეგის მიუხედავად, ხვალინდელ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემოვატრიალოთ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი. პირველი თამაშის 80 წუთი ნორმალურად ვთამაშობდით, თუმცა ბოლო 10 წუთში ყველაფერი ცუდი ერთად დაგვატყდა თავს. ასეთი რამ ათასში ერთხელ შეიძლება მოხდეს.

არ ვფოქრობ, რომ როტერდამულ შეხვედრაში არასწორი შემადგენლობა შევარჩიე. ვინც მოედანზე იყო, მაქსიმუმი გააკეთა. ასევე, ვინც ხვალ იქნება ძირითად შემადგენლობაში, ბოლომდე იბრძოლებს და თავს არ დაზოგავს.

ძალიან სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები არ იქნებიან ტრიბუნებზე, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გადაწყვიტა უეფამ. ვეცდებით, რომ იქ მივანიჭოთ ქომაგებს სიამოვნება, სადაც თამაშს უყურებენ. ვიცი, რომ ეს მატჩი მათთვის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო.

ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო საბურთალოს დღევანდელ შეხვედრაში და ზოგადად, ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებაში.

ვიქტორ მონხილი (დინამო თბილისი)

“პირველი მატჩის შედეგი არასახარბიელოა, მაგრამ ეს ფეხბურთია და საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედიანად ვართ განწყობილი. როგორც როტერდამელებმა შეძლეს პირველ თამაშში სასურველი შედეგის მიღწევა, ისე ჩვენ უნდა ვეცადოთ”. 

კომენტარები

ბოლო ამბები