Thumbnail
  • საქართველო 57:70 პორტუგალია
  • ბოლოსწინა ადგილი ჯგუფში

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევრობასკეტის (B დივიზიონი) ჯგუფური ეტაპი დაასრულა საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა - მეხუთე შეხვედრაში პორტუგალიასთან წააგო - 57:70. ეს ჩვენი ნაკრების მეოთხე მარცხია ტურნირზე. 

ქართველებმა მხოლოდ მეორე მეოთხედში ითამაშეს მეტოქეზე უკეთ - 7 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო წარმატებისთვის.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ლუკა ლიკლიკაძე იყო 18 ქულითა და 7 პასით. 17 ქულა ჩააგდო ლუკა ავალიანმა (5 მოხსნა). 9 ქულაა როლანდ დევიძის ანგარიშზე, ლუკა კუჭუხიძემ 6 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 

საქართველოს ნაკრებმა 6-გუნდიან ჯგუფში 1 მოგებით ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, 1/4 ფინალში კი ჯგუფიდან ჰოლანდია და ჩეხეთი გავიდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები