Thumbnail

'იმედია მესამე სუპერთასს არ წავაგებთ' - კლოპმა და ლამპარდმა მატჩის წინ ისაუბრეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ხვალ, 14 აგვისტოს 23:00 საათზე უეფას სუპერთასისთვის მატჩში ლივერპული სტამბულში ჩელსის დაუპირისპირდება. მანამდე კი, ოფიციალური ვარჯიშის წინ გუნდის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს.

იურგენ კლოპი: "მიხარია, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ამდენი ხალხი შეძლებს ჩამოსვლას, გუშინ ქუჩაში სცენები ვნახე და გაოცებული ვარ, თურმე რამხელას ნიშნავს ასე შორს ხალხისთვის ჩვენი წარმატება. ჩელსი ძლიერი გუნდია, რომელსაც კლუბის ლეგენდა უდგას სათავეში, რომელიც როგორც მწვრთნელი სახელის მოხვეჭას ცდილობს და დარწმუნებული ვარ ფრენკი საქმეს თავს კარგად გაართმევს.

იურგენ კლოპი ქალთა სამსაჯო ბრიგადაზე: "მე მგონი დროა. ბიბიანა შტეინჰაუსიც გერმანიაში მშვენივრად მსაჯობს. ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიული მომენტის თანამონაწილე ვარ. ვეცდები ბევრი არ ვიჩხუბო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაჩემს ვერ გადავურჩები. იმედი მაქვს ეს ბოლო არ იქნება და ქალები კიდევ იმსაჯებენ ასეთ დიდ მატჩებს."

ვირჯილ ვან დაიკი: "ჩვენ ვიცნობთ მათ, ისინი ჩვენი... ერთი თამაშია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. სეზონი ახლა დაიწყო და ყველა ჯერ ბოლომდე მომზადებული არ არის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.

ვირჯილ ვან დაიკი სნეიდერის ფეხბურთიდან წასვლაზე: "რა ფეხბურთელი იყო?! დიდებული კარიერით, რამდენი ტიტული აქვს მოგებული და ნაკრებში რაც მახსენდება კარგი კაპიტანი გახლდათ. მინდა წარმატება ვუსრუვო ცხოვრებაში.

The power of football ❤️

Beautiful moments between the Reds and children of the UEFA Foundation ❤️

Posted by Liverpool FC on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2019

ფრენკ ლამპარდი: "სუპერთასი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. მე ეს ზუსტად ვიცი, რადგან ფეხბურთელობისას ჩელსისთან ერთად აქ ორჯერ დავმარცხდი (2012, 2013)... ატლეტიკოსთან მატჩიდან უკვე 7 წელი გავიდა, თუმცა ახლა ისევ აქ ვართ და გამარჯვება გვმართებს, ეს თასი ჩელსის მუზეუმში უნდა იდოს. 

სეზარ ასპილიკუეტა: "ძნელად გადასატანი იყო იუნაიტედთან ასეთი მარცხი (4:0), მაგრამ უნდა ვიმუშაოთ შეცდომების გამოსწორებაზე. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ტაიმში კარგად წაგვივიდა თამაში და ეს ძლიერი კომპონენტები უნდა განვავითაროთ.

კომენტარები

ბოლო ამბები