Thumbnail

წყალბურთი | საქართველოს მეტოქე მერვედფინალში ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოში 17-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
  • საქართველომ მესამე შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებთან დათმო

საქართველოში 17-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, სადაც 16 ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ტურნირის პირველი მატჩი რუმინეთს 12:10 მოუგო,  მეორე შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრებთან 4 ბურთით დამარცხდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საბერძნეთთან 11 ბურთით, 7:18 წააგო.

ბერძნებმა ორივე ტაიმში 9-9 გოლი გაიტანეს. საქართველომ პირველი ტაიმი 3:9 წააგო, ხოლო მეორე ნახევარი - 4:9. საქართველოს U17 ნაკრებმა B ჯგუფში, 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გერმანიას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები