Thumbnail

ნიკე ჩემპიონთა ლიგას ლამაზი გოლით დაემშვიდობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კარდიფი 5:1 ნიკე
  • ნიკემ ჯგუფში სამივე მატჩი წააგო

საქართველოს ჩემპიონმა ქალთა ფეხბურთში ნიკემ 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მესამე მატჩი გამართა. ნიკე უელსურ კარდიფს დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა.

უელსელებმა პირველი ტაიმი 3-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს, რის შემდეგაც კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხეს. ნიკეს მხრიდან გოლის გატანა ლიზი მწყერაშვილმა მოახერხა, რომელიც მინდორზე მეორე ტაიმის დასაწყისში ნინო სუთიძის ნაცვლად გამოჩნდა. ლიზიმ უელსელებს საჯარიმო დარტყმიდან გაუტანა.

ნიკემ ჯგუფში გამოსვლა ბოლო ადგილზე 0 ქულით დაასრულა. საქართველოს ჩემპიონმა ჯგუფში სამივე მატჩი დათმო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები