Thumbnail

უეფას სუპერთასის მატჩს ქალი არბიტრების ბრიგადა მოემსახურება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ქალი არბიტრების ბრიგადა სუპერთასზე
  • ტურნირის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდება...

ფიფას არბიტრი სტეფანი ფრაპარი ხვალ სტამბულში უეფას სუპერთასის მატჩს განსჯის და გახდება პირველი ქალი ვინც წამყვანი საკლუბო გათამაშების ფინალურ ან ზოგადად ტიტულისთვის შეხვედრას განსჯის.

ფრაპარმა წელს ასევე ერთი მნიშვნელოვანი მატჩი - უეფას ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა.  "ჩემი ცხოვრება შეიცვალა" - განაცხადა მან, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ სტამბულის მატჩს მოედანზე მყოფი სრულად ქალი მსაჯებისგან დაკომპლექტებული ბრიგადა მოემსახურებოდა.

მას დაეხმარებიან ასისტენტები - მანუელა ნიკოლსი (იტალია) და მიშელ ო'ნილი (ირლანიდა). ხოლო მეოთხე, სათადარიგო არბიტრი კაცი იქნება, თურქი - ქუნეთ ჩაქირი.

კომენტარები

ბოლო ამბები