Thumbnail

მარსელმა მსოფლიოს ჩემპიონი გააგდო! რამი ისევ ცუდად მოიქცა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარსელის ოლიმპიკმა ადილ რამის კონტრაქტი გაუწყვიტა
  • მსოფლიოს ჩემპიონი ისევ ცუდად მოიქცა

მარსელის ოლიმპიკმა ადილ რამი მკაცრად დასაჯა: ჩემპიონთა ლიგის 1993 წლის გამარჯვებულმა კლუბმა, სამშაბათს, მოულოდნელად, მსოფლიოს ჩემპიონი მცველი გუნდიდან გააგდო!

მიზეზი ფეხბურთელის უდისციპლინობაა. მარსელის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 33 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი შეწყდა.

L'Equipe-ის ინფორმაციით, რამიმ ვარჯიში იმის გამო გააცდინა, რომ რეალითი შოუ ‘ფორტ ბოიარდში’ მიეღო მონაწილეობა. როგორც ირკვევა, მცველმა კლუბს შეატყობინა, რომ ტრავმა ჰქონდა, ‘ფორტ ბოიარდის’ გადაღებებში კი მონაწილეობა მიიღო.

ადილ რამი შარშან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რამი უდისციპლინობას ავლენს. ივლისში კლუბის პრეზიდენტმა ანრი რირომ განაცხადა, რომ ფეხბურთელს უკანასკნელად აფრთხილებდა და მას საქმისადმი სათანადო პასუხისმგებლობით მიდგომისკენ მოუწოდა. “ის მსოფლიოს ჩემპიონია და ისე უნდა იქცეოდეს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონს ეკადრება!” - ამბობდა რირო.

შეგახსენებთ, რომ ადილ რამი მარსელის ოლიმპიკამდე სევილიაში, მილანში, ვალენსიასა და ლილში თამაშობდა. საფრანგეთის ნაკრებში მას 36 მატჩი აქვს ჩატარებული. რამი პამელა ანდერსონის ყოფილი ბოიფრენდია.

კომენტარები

ბოლო ამბები