Thumbnail

ამერიკელი ტანმოვარჯიშის დაუჯერებელი ნახტომები - სიმონ ბაილზი ისტორიაში შევიდა

  • ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილზი ისტორიაში შევიდა
  • 22 წლის სპორტსმენმა ურთულესი ელემენტები შეასრულა 

ტიტულოვანი ამერიკელი სპორტსმენი, 1,42 მეტრის სიმაღლის სიმონ ბაილზი, რომელმაც სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ში გამართულ ჩემპიონატზე ორი ურთულესი ელემენტი შეასრულა, ისტორიაში შევიდა. 

22 წლის ბაილზმა, რომელიც 4-გზის ოლიმპიური (რიო 2016) და 14-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, ჯერ ძელზე ზურგსუკან ორმაგი სალტო, 720-გრადუსიანი ბრუნით სუფთად შეასრულა და პირველი ტანმოვარჯიშე გოგონა გახდა, ვინც ეს შეძლო.

📺  ბაილზის ორმაგი კულბიტი

მოგვიანებით ის პირველი ტანმოვარჯიშე ქალი გახდა ისტორიაში, რომელმაც ხალიჩაზე სამმაგი დუბლი შეასრულა.

📺  ბაილზის სამმაგი დუბლი ხალიჩაზე

📺 ბაილზის სამმაგი დუბლი (შენელებული კადრი)

სიმონ ბაილზმა აშშ-ის ნაციონალური ჩემპიონატი დამაჯერებლად, სულ კი მეექვსედ მოიგო. ორი დღის განმავლობაშ მან 118.500 ბალი მოაგროვა და თითქმის 5 ქულით ჩამოიტოვა უკან მთავარი კონკურენტი სუნისა ლი. 

მოგვიანებით სიმონ ბაილზმა ინსტაგრამში დაწერა: "ის გრძნობა, როდესაც ისტორიას წერ… ორჯერ".

კომენტარები

ბოლო ამბები