Thumbnail

ოფიციალურად: ივან პერიშიჩი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას დაიცავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის ნახევარმცველი ბაიერნში იჯარით, სეზონის ბოლომდე გადავიდა
  • 30 წლის ხორვატს გერმანიაში დორტმუნდსა და ვოლფსბურგში უთამაშია 

მილანის ინტერის ხორვატი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი გერმანიაში დაბრუნდა, სადაც მიუნხენის ბაიერნის ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ბავარიული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.  ბაიერნმა ფეხბურთელი 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატა, შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენელებს პერიშიჩის იჯარა, რომელსაც კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, 5 მილიონი ევრო დაუჯდებოდათ.

"ძალიან ბედნიერი ვარ გერმანიაში დაბრუნების გამო. ბაიერნი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ჩვენ ვაპირებთ არამხოლოდ ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე გამარჯვებისთვის, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც ვიბრძოლოთ", - თქვა ხორვატმა ბაიერნში  წარდგენისას.

30 წლის ივან პერიშიჩი ინტერის ღირსებას 2015 წლის იანვრიდან იცავდა. ხორვატმა მილანულ კლუბში ჯამში ყველა ტურნირის 163 მატჩში ითამაშა, გაიტანა 58 გოლი და მითვალა 52 საგოლე პასი. იქამდე პერიშიჩი სოშოში, რუსელარში, ბრიუგეში, დორტმუნდის ბორუსიასა და ვოლფსბურგში გამოდიოდა. 

ნახევარმცველს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 83 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები