Thumbnail
  • U16 საქართველო 64:76 U16 ჩეხეთი
  • ნაკრებს ჯგუფში 1 მოგება და 3 მარცხი აქვს

12 აგვისტოს საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე (B დივიზიონი) მეოთხე მატჩი გამართა და ჩეხეთთან დამარცხდა - 64:76. ამ მატჩის შემდეგ ნაკრებს 1 მოგება და 3 წაგება აქვს და ელიტაში გადასვლის შანსი დაკარგა. 

საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პირველი და ბოლო მეოთხედები მოიგო (2-2 ქულით), მაგრამ გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ჩეხებმა 11 ქულის სხვაობით მოიგეს. 

ლუკა ავალიანმა 18 ქულა ჩააგდო, მაგრამ მან მხოლოდ 1 გადაცემა მიითვალა, ბურთი კი 6-ჯერ დაკარგა. ეფექტიანობის კოეფიციენტით (18) საუკეთესო ლაშა მესხი იყო ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 11 მოხსნა, ამასთან, მან 5 ჩაჭრაც მიითვალა. 

ორმაგი დუბლია სანდრო კასაბურის ანგარიშზეც - 12 ქულა, 12 მოხსნა. ლუკა ლიკლიკაძემ 14 ქულა და 5 ჩაჭრა მიითვალა. 

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ერთი მატჩი დარჩა, 13 აგვისტოს 20:15-ზე პორტუგალიას ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები