Thumbnail

ხარაიშვილის მეექვსე საგოლე პასი სეზონში - გიოტებორგი წაგებას გადაურჩა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი ხარაიშვილის საგოლე პასი ფალკენბერგსთან
  • 3 გოლი და 6 ასისტი მიმდინარე სეზონში

შვედეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგი შინ 1:1 დაუზავდა ფალკენბერგსს. გიოტებორგი 68-ე წუთამდე აგებდა, მერე კი ხარაიშვილმა კუთხური მოაწოდა და სოდერმა თავით გაათანაბრა.

ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა. ეს გიოტებორგის ზედიზედ მე-4 ფრე იყო, ამიტომ გუნდი 32 ქულით მე-6 ადგილზე დაქვეითდა. 

23 წლის ხარაიშვილს ამ სეზონში 18 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, მის ანგარიშზე 6 ასისტია. 

გიორგი ხარაიშვილის მე-6 საგოლე გადაცემა ფალკენბერგთან

გიორგი ხარაიშვილის მე-6 საგოლე გადაცემა ფალკენბერგთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები