Thumbnail
  • ლაშა შინდაგორიძის პირველი გოლი ბელარუსში
  • საბურთალოს ყოფილმა ლიდერმა თავით გაიტანა

საბურთალოდან ბელარუსის ჩემპიონატში გადასულ ლაშა შინდაგორიძეს ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა ახალ გუნდში - მისმა შახტიორმა უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში 6:0 გაანადგურა ნემანი, 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კი პირველივე თამაშში გაიტანა - 87-ე წუთზე მან სადებიუტო გოლი თავით გაიტანა. 

შინდაგორიძე მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 4:0 იყო, მან მასპინძელთა მეხუთე გოლი გაიტანა. წაგებულთა შორის არ ყოფილა გიორგი ქანთარია. 

ლაშა შინდაგორიძე რამდენიმე დღის წინათ გადავიდა საქართველოს ჩემპიონის რიგებიდან სოლიგორსკში. ეროვნულ ლიგაში, მიმდინარე სეზონში შინდაგორიძემ 21 მატჩში 10 გოლი გაიტანა. შახტიორი 34 ქულით ვისშაია ლიგაში მე-3 პოზიციაზეა. 8 აგვისტოს ამ გუნდმა ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე 0:5 დათმო სტუმრად ტორინოსთან. ქართველს ევროთასებზე შახტიორის რიგებში თამაშის უფლება ჯგუფურ ეტაპამდე არ აქვს. 

ლაშა შინდაგორიძის სადებიუტო გოლი შახტიორ სოლიგორსკში

ლაშა შინდაგორიძის სადებიუტო გოლი შახტიორ სოლიგორსკში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები