Thumbnail

292 მატჩი, 118 გოლი - ამ დღეს, 2003 წელს იუნაიტედმა რონალდო დაიმატა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 12 აგვისტო კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია
  • ამ დღეს ფერგიუსონმა რონალდო სპორტინგიდან დაიმატა...

2003 წლის 12 აგვისტოს მანჩესტერ იუნაიტედმა ახალგაზრდა პორტუგალიელისთვის ბრძოლაში ლივერპულს აჯობა და სპორტინგის თინეიჯერი - კრიშტიანო რონალდო იუნაიტედის ფეხბურთელი გახდა!

რონალდოს გამოჩენა მანჩესტერში, სერ ალექს ფერგიუსონის კარიერაში ერიკ კანტონასთან და როი კინთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია - პორტუგალიელმა კლუბთან ერთად პრემიერლიგა (3), ასოციაციის თასი, ლიგის თასი (2), ჩემპიონთა ლიგა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2003-2009 წლებში რონალდომ წითელი მაისურით 292 მატჩი ჩაატარა და 118 გოლის გატანა შეძლო და რაც მთავარია, გუნდს ჩელსის ჰეგემონიის დამხობაში და დაკარგული კურსის დაბრუნებაში დაეხმარა. კრიშტიანომ ოლდ ტრაფორდი 2009 წლის ზაფხულში დატოვა და სათამაშოდ რეალში წავიდა, სადაც იუნაიტედის მსგავსად 2009-2018 წლებში ახალი ეპოქა შექმნა

კომენტარები

ბოლო ამბები