Thumbnail

'ცოტა დრო მომეცით' - ენდი მარი ერთ კვირაში კორტს უბრუნდება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ენდი მარი კორტს ცინცინატიში უბრუნდება
  • ბრიტანელმა ამის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა...

ენდი მარი იანვრის შემდეგ ერთეულთა თანრიგში კორტს პირველად უბრუნდება, უიმბლდონის 2 გზის გამარჯვებული შოტლანდიელი ორშაბათს ცინცინატის მასტერსზე ფრანგ - რიშარ გასკეს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მარიმ 11 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე აცრემლებულმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება - მიზეზი სახსრის ქრონიკული ტრავმა გახლდათ.

თუმცა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - მარიმ უიმბლდონზე წყვილებში ითამაშა, ხოლო ერთეულებს რეიტინგით 325-ე ჩოგანი, 66-ე ადგილზე მყოფ ფრანგთან - გასკესთან მატჩით დაუბრუნდება.

ცინცინატის მასტერსი შარშან ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო, ხოლო როგორც ცნობილია, წელს ტურნირში ლეგენდარული - როჯერ ფედერერიც ჩაერთვება. მარის კალენდარში ასევე სექტემბერსა და ოქტობერში ორი ტურნირია ჩანიშნული, რომლებიც ჩინეთში გაიმართება. ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე, რომელიც 26 აგვისტოს იწყება ბრიტანელი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები