Thumbnail

'შეცვალე 88' - ბითაძის ფოტოსესია ინდიანაში, რა არ მოეწონა პეისერსის ზოგიერთ ფანს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • #NBARooks ჰეშტეგით კლუბებმა თავიანთი ახალწვეულები წარადგინეს
  • გოგა ბითაძის ფოტოსესია ინდიანა პეისერსში

ამ დღეებში NBA-ს კლუბებმა #NBARooks ჰეშტეგით თავიანთი ახალბედების ფოტოსესიები გამოაქვეყნეს. სხვა გუნდებს არც ინდიანა პეისერსი ჩამორჩა, თუმცა ამ კლუბმა 2019 წლის დრაფტზე მხოლოდ ერთი კალათბურთელი აირჩია, გოგა ბითაძე და ფოტოსესიაც მხოლოდ მას მიეძღვნა.

ბითაძის ფოტოსესია

20 წლის კალათბურთელმა პირველად მოირგო პეისერსის 88-ნომრიანი (პირველად მან 18 ნომერი აირჩია) მაისურა. 

სხვათა შორის, ფანების ნაწილს არ მოსწონს, რომ გოგამ 88 ნომერი აირჩია. "შეცვალე 88", - წერს ერთ-ერთი ფანი პეისერსის ტვიტერზე.

გოგა ბითაძე 88 ნომრით ითამაშებს

მოგეხსენებათ, რომ ბევრისთვის ეს ნომერი ნაცისტურ სიმბოლიკასთან ასოცირდება. სწორედ 88-ნომრიანი ბანერის გამო ახლახან უეფამ თბილისის დინამო დააჯარიმა და დასაჯა. 

გოგა და NBA-ს 2019 წლის დრაფტის რჩეულები
გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები