Thumbnail
  • ცინცინატის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია 
  • დელ პოტროსა და ანდერსონის გადასწრების შანსი 

ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში Western & Southern Open დაიწყო, ATP-ის მასტერსის 1 000-იანი სერიის ტურნირი, რომელიც ბოლოსწინა გახურებაა ამერიკის ღია პირველობის წინ. ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-15 ნომრად განთესეს. 

ტურნირის საპრიზო ფონდი $6 056 280-ია, ნიკას, რომელიც დღეს განახლებულ რეიტინგში კვლავ მე-17 ჩოგანია (მაგრამ პირველად აქვს 2 000 ქულაზე მეტი), რთული ბადე შეხვდა. 12 აგვისტოს პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლიოვი (70) იქნება, რომელმაც საკვალიფიკაციოს ფინალში ყაზახი კუკუშკინი დაამარცხა. 

რუბლიოვისა და ბასილაშვილის დაპირისპირება ახლახან ჰამბურგის ტურნირის ფინალში ვიხილეთ, სადაც ბასილაშვილმა სამ სეტში გაიმარჯვა და ATP ტურზე მე-3 ტიტული მოიგო. ნიკამ წლის დასაწყისში დოჰაშიც დაამარცხა რუსი მეტოქე. 

რას ველოდოთ ბასილაშვილისგან აგვისტოში - ცინცინატი, უინსტონი, ნიუ იორკი

მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში, 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი სტენ ვავრინკასა (23) და გრიგორ დიმიტროვს (74) შორის გამარჯვებულს შეხვდება, მესამე წრის სავარაუდო მეტოქე კი როჯერ ფედერერია (3).

რეიტინგში ნიკას 2 020 ქულა აქვს, თუმცა მიმდინარეში 35 დააკლდა, მაგრამ კვლავ მე-17 პოზიციაზეა. პირველ წრეში გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილს ისევ 2 020 ქულა ექნება. აღსანიშნავია, რომ მის წინ რეიტინგში მყოფი დელ პოტრო და ანდერსონი ვერ თამაშობენ. ასე რომ, ორი წრის გავლის შემთხვევაში, ნიკა მათ აუცილებლად გადაასწრებს.   

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • როჯერ ფედერერი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები