Thumbnail

ბაიერნის ახალწვეული მიუნხენშია! ტრანსფერი დღესვე უნდა დადასტურდეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაიერნი ტრანსფერს მალე დაადასტურებს
  • ივან პერიშიჩმა მიუნხენში სამედიცინო შემოწმება გაიარა

როგორც იქნა: მიუნხენის ბაიერნს ახალი ვარსკვლავი ჰყავს!

30 წლის ხორვატი გარემარბი ივან პერიშიჩი მიუნხენში დღეს ჩაფრინდა და ბარმჰერციგე ბრიუდერის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ‘ბილდის’ ჟურნალისტი მას შენობის დატოვების დროს შეხვდა. “დიახ, ახლახან სამედიცინო შემოწმება გავიარე!” - დაუდასტურა მას პერიშიჩმა.

ივან პერიშიჩი ინტერში ანტონიო კონტეს არ სჭირდება

ხორვატი თავის მრჩეველ ნენად იესტროვიჩთან ერთად, კლინიკიდან პირდაპირ ბაიერნის ბაზაზე მივიდა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ტრანსფერი დღესვე უნდა დადასტურდეს. პერიშიჩი მილანის ინტერიდან ბავარიულ გრანდში იჯარის წესით გადადის. იტალიური კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებს და ბაიერნს პერიშიჩის სრულფასოვნად გამოსყიდვა გაისად, 20 მილიონ ევროდ შეეძლება.

“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბაიერნმა უდიდესი მიზნებისთვის იბრძოლოს,” - ესეც პერიშიჩის სიტყვებია, რომელიც ბუნდესლიგას და გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს, რადგან ინტერამდე დორტმუნდის ბორუსიასა და ვოლფსბურგში თამაშობდა.

ბაიერნის მწვრთნელ ნიკო კოვაჩს კიდევ ერთი ახალწვეული სჭირდება

ივან პერიშიჩი ლეროი სანეს ალტერნატივაა, რომლის ტრანსფერი მანჩესტერ სიტიდან მძიმე, რამდენიმეთვიანი ტრავმის გამო ჩაიშალა. როგორც იცით, მიუნხენური გრანდი გასული სეზონის შემდეგ ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა დატოვეს. ახლა რეკორდმაისტერს მხოლოდ ორი გარემარბი ჰყავს - სერჟ გნაბრი და კინგსლი კომანი. გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, ივან პერიშიჩის ტრანსფერი ბაიერნისთვის ბოლო არ იქნება - მიუნხენელები შეტევაში კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებენ.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები