Thumbnail

იაპონიამ წყნარი ოკეანის თასი მოიგო - 2 ბრწყინვალე ლელო ამერიკასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონიამ წყნარი ოკეანის თასი მოიგო
  • აზიელებმა ფიჯის, ამერიკისა და ტონგას დამარცხება შეძლეს

იაპონიის ნაკრებმა წყნარი ოკეანის ქვეყნების თასი მოიგო. აზიელები ამ ტურნირში მიწვეულნი იყვნენ და საოცარი შედეგიც აჩვენეს. მათ ფიჯის, ამერიკისა და ტონგას დამარცხება მოახერხეს.

პირველ მატჩში ფიჯისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტონგასთან 34 ქულით მოგება შთამბეჭდავი გამოდგა, თუმცა იაპონელ გულშემატკივარს მთავარი წინ ელოდა. იაპონიამ ამერიკას ორი ულამაზესი ლელო დაუდო, მატჩიც მოუგო და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

მსოფლიოს თასის მასპინძლები A ჯგუფში ასპარეზობენ, სადაც რუსეთის, ირლანდიის, სამოასა და შოტლანდიის ნაკრებები მოხვდნენ. იაპონია მსოფლიოს თასის პირველ მატჩში რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

კენკი ფუკუოკას ლელო 11' 📺

Japan can score from anywhere. Kenki Fukuoka finished off this 60 metre cracker against USA at the #PNC2019

Posted by World Rugby on კვირა, 11 აგვისტო, 2019

კოტარო მაცუშიმას ლელო 55' 📺

One of the best tries you are ever likely to see. This was UNBELIEVABLE from Japan #PNC2019

Posted by World Rugby on კვირა, 11 აგვისტო, 2019

კენკი ფუკუოკას გაუქმებული ლელო 66' 📺

ALMOST one of the tries of the year. This from Kenki Fukuoka was special. #PNC2019

Posted by World Rugby on შაბათი, 10 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები