Thumbnail

ბორჯღალოსნების საშიში მეტოქე - ფიჯელების საოცარი ლელო სამოასთან

  • საქართველოს მეტოქე მსოფლიოს თასისთვის აქტიურად ემზადება
  • მფრინავმა ფიჯელებმა სამოას ბრწყინვალე ლელო დაუდეს

2019 წლის 22 სექტემბერს იაპონიაში მსოფლიოს თასი იწყება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც 'ბორჯღალოსნების' მეტოქეები ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი არიან.

ავსტრალიელებმა 4 ერი მე-2 ადგილზე დაასრულეს, ფიჯელებმა კი წყნარი ოკეანის ქვეყნების თასზე იასპარეზეს და მეორე ადგილი დაიკავეს. წყნარი ოკეანის თასზე ფიჯი, ტონგა და სამოა თამაშობენ, თუმცა წელს ამ ნაკრებებს იაპონია, კანადა და აშშ დაემატნენ.

ფიჯიმ ბოლო ტურში სამოას 10:3 მოუგო. 'მფრინავმა ფიჯელებმა' მეტოქეს საოცარი ლელო დაუდეს და თამაში სწორედ ამ ლელოთი მოიგეს. სემი რადრადრასა და ლევანი ბოტიას წამოწყებული ბრწყინვალე კონტრშეტევა, ნიუკასლ ფალკონსის მორაგბემ, ვერენიკი გონევამ დაასრულა.

. Fiji Rugby are just beautiful to watch. ⚡️ Radradra with the footwork, 👋 Botia with the delicate hands 🔥 Goneva with the pace to finish. Superb counter-attack try #PNC2019

Posted by World Rugby on კვირა, 11 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები