Thumbnail

წყალბურთი | საქართველომ ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოში 17-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
  • საქართველომ პირველ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოში 17-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც 16 ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ტურნირის პირველი მატჩი რუმინეთთან გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ორი ბურთით - 12:10 დაამარცხა.

საქართველომ პირველი ტაიმი 3 ბურთით მოიგო - 7:4. თამაშში იყო მონაკვეთი, როდესაც მასპინძლები წინ 4 ბურთით გავიდნენ, თუმცა რუმინეთი ათამაშდა და 21 წამით ადრე სხვაობა მხოლოდ ერთბურთიანი დარჩა - 11:10.

ქართველმა წყალბურთელებმა დარჩენილ დროში კიდევ შეძლეს გატანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 12:10.

კომენტარები

ბოლო ამბები