Thumbnail

ლამპარდის საშინელი დებიუტი - იუნაიტედმა ტრაფორდზე ჩელსი გაანადგურა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 ჩელსი
  • 1:0 - მარკუს რაშფორდი (18/პენ), 2:0 - ანტონი მარსიალი (65, 3:0 - მარკუს რაშფორდი (67), 4:0 - დენიელ ჯეიმსი (81)

პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი დღეს, ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედის და ჩელსის მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა დიდი ანგარიშით - 4:0 მოიგეს.

📺 ვიდეო: მანჩესტერ იუნაიტედი 4:0 ჩელსი (მიმოხილვა)

პირველი 15 წუთი ჩელსის ოდნავი უპირატესობა იგრძნობოდა, თუმცა მარკუს რაშფორდის თერთმეტმეტრიანმა თამაში შეცვალა - იუნაიტედის შეტევები უფრო მწვავე და ორგანიზებული გახდა.

მეორე ტაიმში რაშფორდს გოლს მარსიალმა მეორე დაუმატა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მარსიალის გოლიდან ზუსტად 98 წამში რაშფორდმა მეორეც გაიტანა და ოლდ ტრაფორდის პუბლიკას რომელუ ლუკაკუს ინტერში წასვლით გამოწვეული ფორვარდის პრობლემა პირველივე ტურში გადაავიწყა.

მალე თამაშში პერეირას ნაცვლად გუნდის ახალწვეული - დენიელ ჯეიმსი ჩაერთო, რომის შეტევაში პირველივე ჩართვა პრემიერლიგის დებიუტშივე გატანილი გოლით დასრულდა! ჩელსიმ იუნაიტედის გოლებს ვერაფერი დაუპირისპირა, გუნდს აშკარად აკლია კარგი ცენტრალური მცველი, თუმცა იანვრამდე როგორ მოახერხებს ლამპარდი ამ პრობლემის გადაჭრას ძნელი სათქმელია.

ჯეიმსისი გარდა ასევე ჰარი მაგუაირის დებიუტიც შედგა, რომელმაც მატჩი სოლიდურად ჩაატარა და შეცდომა არ დაუშვია. ჩელსის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პრემიერლიგის დებიუტანტმა - კრისტიან პულიშიჩმა, რომელიც ინერტული იყო და სიმწვავე მის თამაშს აშკარად აკლდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩელსი გასავარდნ ზონაში ბოლოს 2000 წლის 30 სექტემბერს გახლდათ.

⚽ 4:0 - წაგება ტრაფორდზე ფრენკ ლამპარდის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი გამოდგა.

⚽ 279 მატჩი - ამდენჯერ არ წაუგია იუნაიტედს ტრაფორდზე ის შეხვედრა, სადაც პირველი ტაიმი ჰქონდა მოგებული.

⚽ 4 - მარკუს რაშფორდს საკლუბო და სანაკრებო დონზე 4-დან, 4 პენალტი აქვს გატანილი!

⚽ იუნაიტედის საშუალო ასაკი ჩელსის წინააღმდეგ - 24 წელი და 227 დღე გახლდათ - ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო წელს პრემიერლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები