Thumbnail

გამარჯვების გოლი საიუბილეო მატჩში - ობამეიანგმა არსენალს მოაგებინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არსენალმა ინგლისის ჩემპიონატი ნიუკასლთან გამარჯვებით დაიწყო
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგისთვის ეს განსაკუთრებული მატჩი იყო

ლონდონის არსენალმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამსახურებაა. ლონდონელები პრემიერლიგის პირველ ტურში ნიუკასლს სტუმრობდნენ და სწორედ ობამეიანგის გოლით, 1:0 გაიმარჯვეს.

ობამეიანგისთვის ეს პრემიერლიგაში საიუბილეო, 50-ე მატჩი იყო. მას 33 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ ნიუკასლში შედგა ჯოელინტონის დებიუტი, რომელიც კლუბმა გერმანული ჰოფენჰაიმიდან დაახლოებით 55 მილიონ ევროდ იყიდა. არსენალის ახალწვეულებმა, ნიკოლა პეპემ და დანი სებალიოსმა შეცვლაზე ითამაშეს. მესუთ იოზილი და სეად კოლაშინაცი უსაფრთხოების მიზნით, განაცხადში არ იყვნენ. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ მათ დანებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

ნიუკასლი 0:1 არსენალი

გოლი: 0:1 ობამეიანგი (58)

ნიუკასლი (3-5-2): დუბრავკა - შერი, ლასელსი, დამეტი - მანკილიო, ჰეიდენი, შელვი (54. უილემსი), ლონგსტრაფი (67. სან-მაქსიმი), რიჩი - ალმირონი, ჯოელინტონი.

არსენალი (4-2-3-1): ლენო - მაიტლანდ-ნაილსი, ჩემბერსი, სოკრატისი, მონრეალი - გენდუზი, ჯაკა - მხითარიანი (84. მარტინელი), უილოკი (64. დანი სებალიოსი), ნელსონი (71. პეპე) - ობამეიანგი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები