Thumbnail

ცუდი ამბავი დადასტურდა: გორის დილას გულშემატკივარი თეა ირემაძე გარდაიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

გულშემატკივარი, რომელიც გორის დილას და თბილისის ლოკომოტივის მატჩის დროს შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. უაღრესად სამწუხარო ამბავი დღეს დადასტურდა.

გარდაცვლილი დილას გულშემატკივარი თეა ირემაძეა, რომელიც ლოკომოტივთან მატჩის დროს, მე-14 წუთზე ტრიბუნაზე ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გორის დილასა და ლოკომოტივის მატჩის დროს გულშემატკივარი ცუდად გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 10 აგვისტო, 2019

“გუშინ დილა - ლოკომოტივის მატჩის მიმდინარეობისას უაღრესად სამწუხარო შემთხვევის მომსწრენი გავხდით. ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივარი - თეა ირემაძე შეუძლოდ გახდა. მას ჯერ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა,” - ვკითხულობთ გორის დილას ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში, - “საფეხბურთო კლუბი გორის დილა დიდ მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.”

გუშინ დილა - ლოკომოტივის მატჩის მიმდინარეობისას უაღრესად სამწუხარო შემთხვევის მომსწრენი გავხდით, ტრიბუნაზე მყოფი...

Posted by FC Dila Gori on კვირა, 11 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები