Thumbnail
  • ილინოისის უნივერსიტეტმა სამი მატჩი მოიგო
  • ლივორნოსთან ბეჟანიშვილმა 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა

NCAA-ს ილინოისი ახალი სეზონისთვის იტალიაში იმყოფება, სადაც ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდთან ერთად არის გასული სეზონის აღმოჩენა გიორგი ბეჟანიშვილი. 

ამერიკული გუნდი ლივორნოს ოლ სტარს შეხვდა და 107:74 მოუგო. ეს გუნდის მესამე ამხანაგური მატჩი და მესამე გამარჯვება იყო იტალიაში. საუკეთესო 26 ქულით აიო დოსუნმუ იყო, გიორგის ანგარიშზე კი 20 ქულა და 9 მოხსნაა.

წინა მატჩში ილინოისმა გაცადას ოლ სტარი დაამარცხა - 112:63. ამ შეხვედრაში ბეჟანიშვილის ანგარიშზე 11 ქულა და 9 მოხსნაა. 

საგამოფენო ტურის პირველ მატჩში ილინოისის უნივერსიტეტმა ინსუბრიას 118:56 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში არ იყო, ქართველმა ფორვარდმა 10-დან 9 სროლა ჩააგდო (ორქულიანები) და 18 ქულით დაასრულა მატჩი. ქართველის ანგარიშზე 6 მოხსნაცაა. 

ახლა ილინოისი ფლორენციიდან რომში გაემართება და ჰოლანდიის B ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები