Thumbnail
  • ინგლისური და იტალიური კლუბები ფეხბურთელის იჯარას განიხილავენ
  • ჩილელს, რომელსაც სერია A-ში უწინაც უთამაშია, თანხმობა ჯერ არ უთქვამს

რომა და მანჩესტერ იუნაიტედი ალექსის სანჩესის იჯარის შესაძლებლობას განიხილავენ. ბრიტანული და იტალიური სპორტული მედიის ცნობით, საუბარია ჩილელი ფეხბურთელის იტალიაში ერთი სეზონით გადაბარგებაზე.

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, სანჩესი რომში გაუშვას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ დამშვიდობება რომელუ ლუკაკუსთან მოუხდა, რომელიც ინტერში გადავიდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მზადაა ალექსის სანჩესი დაბრუნდეს სერია A-ში. თუკი ის წინადადებას მიიღებს, იუნაიტედს მაინც მოუწევს მისთვის საკმაოდ მაღალი ხელფასის ნაწილის გადახდა, რადგან ძალიან საეჭვოა, რომამ 30 წლის თავდამსხმელს კვირაში 391 ათასი ფუნტი (500 ათასი ბონუსებით) გადაუხადოს.

ალექსის სანჩესი მანჩესტერ იუნაიტედს მხოლოდ გასულ კვირას შეუერთდა, რისი მიზეზიც ზაფხულში კოპა ამერიკა 2019-ზე, ჩილეს ნაკრების შემადგენლობაში გამოსვლა და გახანაგრძლივებული შვებულება იყო. 

ალექსის სანჩესმა ევროპული კარიერა სწორედ იტალიაში დაიწყო, სადაც უდინეზეს ღირსებას 2008-2011 წლებში იცავდა. იტალიის შემდეგ ჩილელმა თამაში ბარსელონასა და ლონდონის არსენალშიც მოასწრო, 2018 წლიდან კი მანჩესტერ იუნაიტედში აღმოჩნდა.

გასულ სეზონში ალექსის სანჩესმა იუნაიტედის მაისურით 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები