Thumbnail
  • ლივერპული 4:1 ნორვიჩი
  • 1:0 ჰენლი (7. ავტოგოლი), 2:0 სალაჰი (19), 3:0 ვან დეიკი (28), 4:0 ორიჯი (42), 4:1 პუკი (64)

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე გათამაშება "ენფილდზე" დაიწყო, სადაც იურგენ კლოპის ლივერპულმა ნორვიჩ სიტის უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 4:1.

პრემიერლიგის პირველი გოლი ნორვიჩ სიტის მცველმა გრანტ ჰენლიმ მიითვალა, ოღონდ, საკუთარ კარში. 

მე-19 წუთზე რობერტო ფირმინომ მოჰამედ სალაჰი მოძებნა, რომელიც საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ლამაზი გოლიც გაიტანა.

სალაჰმა და ვან დეიკმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს

28-ე წუთზე სალაჰმა კუთხური მოაწოდა, თავით კი ყველას ვირხილ ვან დეიკმა აჯობა.
პირველ ტაიმში ლივერპულმა მეკარე ალისონი ტრავმის გამო დაკარგა, მის ნაცვლად ადრიანი გამოვიდა. 

42-ე წუთზე ალექსანდერ-არნოლდის ჩაწოდებას თავით დივოკ ორიჯი გამოეხმაურა - 4:0.

მხოლოდ 64-ე წუთზე მოახერხა ნორვიჩმა ერთი გოლის გატანა, ბუენდიას პასით ტეემო პუკი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გაიტანა. 

PREVIEW | ორი გრანდი საკადრო პრობლემებით - პირველი ტური ტრაფორდზე დასრულდება

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულმა პრემიერლიგაში ახლად აღზევებულ კლუბს ბოლო 12 დაპირისპირება მოუგო, თან 35 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა.

⚽ ნორვიჩის ონელ ერნანდესი პირველი კუბელი და 114-ე ეროვნების ფეხბურთელია პრემირლიგის ისტორიაში.

⚽ ფინელმა ტეემო პუკიმ პირველივე ზუსტი დარტყმით გაიტანა ბოლო 8 სეზონში (შალკე, სელტიკი, ბრონდბიუ, ნორვიჩ სიტი).

⚽ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პირველი ფეხბურთელია პრემიერლიგაში 2015 წლის შემდეგ (იოზილი), ვინც ზედიზედ 5 ტურში შეძლო საგოლე პასის გაკეთება. 

⚽ მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგაში უკვე 21 კლუბს გაუტანა (23 შესაძლებელიდან). 

ლივერპული 4:1 ნორვიჩი

გოლები: 1:0 ჰენლი (7. ავტოგოლი), 2:0 სალაჰი (19), 3:0 ვან დეიკი (28), 4:0 ორიჯი (42), 4:1 პუკი (64)

ლივერპული (4-3-3): ალისონი (39. ადრიანი) - ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო (85. მილნერი), ორიჯი (74. მანე)

ნორვიჩი (4-2-3-1): კრული - აარონსი, ჰენლი, გოდფრი, ლუისი - მაკლინი, ტრიბული (70. ერნანდესი) - ბუენდია, სტიპერმანი (58. ლაიტნერი), კანტველი - პუკი (83. დრმიჩი)

კომენტარები

ბოლო ამბები