Thumbnail

'გადაწყვეტილება საბოლოო არაა' - დინამოს განცხადება უეფას სანქციაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უეფამ დინამო თბილისი 50 ათასი ევროთი დააჯარიმა
  • 15 აგვისტოს 'დინამო არენა' ფეიენოორდთან მაყურებლის გარეშე იქნება

ჰოლანდიურმა მედიამ პირველად გაასაჯაროვა უეფას სანქციის შესახებ - გაბალასთან მატჩში დინამოს ფანების ქცევის გამო, ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციამ თბილისური კლუბი 50 ათასი ევროთი დააჯარიმა და 15 აგვისტოს დინამო ფეიენოორდთან საპასუხო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებს.

ახლახან დინამო თბილისი ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

"გაცნობებთ, რომ დინამო თბილისმა უეფადან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ფეიენოორდთან თბილისში, საპასუხო შეხვედრის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას გულისხმობს. დინამოს გასაჩივრებისთვის აქვს 5 დღე და, რა თქმა უნდა, გუნდი გაასაჩივრებს. ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, დეტალებს კი აუცილებლად გაცნობებთ".

📣 გაცნობებთ, რომ დინამო თბილისმა უეფადან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ფეიენოორდთან თბილისში, საპასუხო შეხვედრის...

Posted by FC Dinamo Tbilisi on ხუთშაბათი, 08 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები