Thumbnail

კარტოზია-ბალავაძის მემორიალი | ბექა ლომთაძე პირველი ჩემპიონია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბექა ლომთაძე (61) მემორიალის პირველი ჩემპიონია
  • დღეს ფინალში კიდევ სამი ქართველი იჭიდავებს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის მემორიალის პირველი ჩემპიონი გაირკვა. თავისუფალ ჭიდაობაში (61 კგ) ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ ფინალში ფინალში აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვს მოუგო - 7:4 და ჩემპიონი გახდა. 

ამ წონაში გამარჯვებულები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ და ბასკონიას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ დააჯილდოვეს.

61 კგ

1. ბექა ლომთაძე (საქართველო)

2. აჰმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი)

3. მოჰამადბაგი (ირანი) 

3. მიხეილ ბერძნიშვილი (საქართველო)

დღეს კიდევ სამი ქართველი ჭიდაობს ფინალში: 70-ში კილოში ევროპის  პრიზიორი კოტე ხაბალაშვილი ირანელ ემამიჩოგაეი იონესს შეხვდება; ზურაბ ერბოწონაშვილიც (79) ირანელის დამარცხებას ეცდება -  ბაჰმან ტეიმოურის; ევროპის ჩემპიონატის პრიზიორ ირაკლი მწითურს (92) კი მეტოქედ აზერბაიჯანელი შამილ ზუბაიროვი ეყოლება.

კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე 15 ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, საფრანგეთი, ინდოეთი, სერბეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, შვედეთი, აშშ, ყაზახეთი, მაკედონია, უზბეკეთი და ყირგიზეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები