Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის შემტევის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
  • ლეროი სანე ფეხბურთს თვეების განმავლობაში ვეღარ ითამაშებს
  • მიუნხენის ბაიერნში მისი ტრანსფერი, სავარაუდოდ, გამოირიცხა

მიუნხენის ბაიერნში ამ დღეებში ყველაზე მეტად ამ ინფორმაციის ეშინოდათ და ასეც მოხდა: მანჩესტერ სიტის გარემარბ ლეროი სანეს ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მას ოპერაცია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთს რამდენიმე თვე ვეღარ ითამაშებს. ბაიერნი სანეს შეძენასთან ახლოს იყო, ასეთი დიაგნოზის შემდეგ კი, ტრანსფერი, სავარაუდოდ, გამორიცხულია.

გერმანიის ნაკრების შემტევმა ტრავმა ლივერპულთან მატჩის მე-8 წუთზე, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან ორთაბრძოლის შემდეგ მიიღო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბავარიული გრანდი საოპერაციო ფეხბურთელში დიდი ფულის გადახდას არავითარ შემთხვევაში არ გარისკავს. რეკორდმაისტერს 23 წლის სანეს სახით, ახალი ტოპ-ფეხბურთელი ახლავე სჭირდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები