Thumbnail
  • 📅 8 აგვისტო | ⌚ 22:30 | 🎾 ბასილაშვილი V ზვერევი | 📺 SILK SPORT HD3
  • გერმანელი ფავორიტია, მაგრამ ქართველს ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის საინტერესო ფაქტები ATP ტურზე

atptour.com-ის მიხედვით, დღის მთავარი მატჩი ჩოგბურთში მონრეალის პირველ კორტზე გაიმართება - სავარაუდოდ, 22:30-ზე "როჯერს კაპის" 2017 წლის გამარჯვებული ალექსანდერ ზვერევი (7) ნიკოლოზ ბასილაშვილს ხვდება (17). 22 წლის გერმანელი ჩოგბურთელი მასტერსზე მე-3 ნომრად არის განთესილი, მასზე ხუთი წლით უფროსი ქართველი კი - მე-13-ე ნომრით.

გამოკითხვა

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • ალექსანდერ ზვერევი

ყველას კარგად ახსოვს ჰამბურგის ტურნირის ფანტასტიკური მატჩი ამ ორ ჩოგბურთელს შორის ნახევარფინალში, რომელიც ნიკამ მოიგო და შემდეგ ტიტულიც დაიცვა. მანამდე კი ATP ტურზე ბასილაშვილი ორჯერ შეხვდა ზვერევს და ორჯერვე დამარცხდა - 2015 წელს მარსელის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკამ 6:7 (5:7), 3:6 წააგო. 2018 წელს ქართველი და გერმანელი ერთმანეთს შანხაის (ჩინეთი) ტურნირის 1/16 ფინალში შეხვდნენ - 5:7, 4:6. ანუ მხოლოდ ძირითადი ბადის დაპირისპირებებს თუ ჩავთვლით, მათ შორის 1:1-ია. 

"FedEx ATP Head2Head-ის მიხედვით მათ შორის 1:1-ია, მაგრამ ბასილაშვილმა ახლახან ორი მატჩ პოინტი გადაარჩინა ზვერევთან მატჩში, შემდეგ კი ჰამბურგში ევროპის ღია პირველობა მოიგო. ქართველს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს, ის მაისში გახდა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი", - წერს ATP-ის ოფიციალური საიტი.

"ზვერევი ეძებს სტაბილურობას სეზონის მძიმე სტარტის შემდეგ - მან მოიგო ტიტული ჟენევაში და ბოლო 6 ტურნირში, სულ მცირე, მეოთხედფინალში გავიდა. მონრეალში გაბრწყინება მას კარგ შანსს მისცემს დაიბევოს სეზონის შემაჯამებელ ტურნირში თამაში", - წერს საიტი. ATP-ის ფინალი ლონდონში გაიმართება და წლის ამ რეიტინგში ზვერევი მე-10 ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი - 23-ეზე. 

'როჯერს კაპზე' პატარა ფანთან ერთად

წუხელ ნიკამ ძალები წყვილთა ბადეში სცადა, სადაც იან-ლენარდ შტრუფთან ერთად წააგო კაილ ედმუნდისა და ტეილორ ფრიტცის წყვილთან - 3:6, 4:6.

The Stats Zone-ის პროგნოზი

"სათამაშო ფორმითა და ფსიქოლოგიური მომენტით ბასილაშვილის უპირატესობა იკვეთება. მან ახლახან მოიგო ჰამბურგის ტურნირი, თან იქ ზვერევი დაამარცხა ნახევარფინალში, გერმანელს კი სათამაშო რიტმის პოვნა უჭირდა.

ყველაფერი გერმანელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ჩვენ გველის ბრწყინვალე მატჩი, რომლის ფავორიტი ყოფილი გამარჯვებულია".

TOP 15?

შტრუფთან მატჩის წინ ნიკას მსოფლიოს საუკეთესო 15 ჩოგბურთელს შორის მოხვედრის შანსი ჰქონდა (მიმდინარე რეიტინგში), თუმცა არ უნდა მოეგო პირველ წრეში ჯონ ისნერს. ეს ასე არ მოხდა - მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი მე-16 პოზიციაზეა, ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგის გამეორებაა, რეკორდი იქნება მე-15-ზე გადასვლა.

მე-2 წრეში ზვერევმა კამერონ ნორი დაამარცხა

ამისთვის ნიკას ზვერევის დამარცხებაც ჰყოფნის - მას 2 110 ქულა გაუხდება და გადაასწრებს უკვე გავარდნილ ისნერს. მეტიც, 30 ქულამდე მიუახლოვდება მე-14 პოზიციაზე მყოფ სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს, რომელიც ამ კვირაში არ თამაშობს და 85 ქულაღა დააშორებს მე-13 პოზიციაზე მყოფ ბორნა ჩორიჩს, ხორვატი უკვე გავარდა მონრეალის მასტერსიდან. 

ცოტა შორს რომ წავიდეთ - მეოთხედფინალში მოგება ბასილაშვილის ქულათა მონაგარს 2 290-მდე გაზრდის და ნიკა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი გახდება! ზემოთ ნახსენები სამეულის გარდა, ბასილაშვილი ხუან მარტინ დელ პოტროსაც გაასწრებს.

საინტერესო ფაქტები

🎾 2019 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა 38 მატჩი ითამაშა - 22 მოგება, 16 მარცხი.

🎾 ნიკას ATP ტურზე 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. თუ მხოლოდ ძირითად ბადეში თამაშებს ჩავთვლით, ასეთი სერია ქართველს კარიერაში არ ჰქონია.

🎾 "როჯერს კაპის" 1/8 ფინალში ბასილაშვილი კარიერაში პირველად თამაშობს.

🎾 მეოთხედფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი $140 385-ს მიიღებს.

🎾 ამ წყვილში გამარჯვებულს 1/4 ფინალში ფელიქს ოჟიე-ალიასიმისა და კარენ ხაჩანოვის წყვილის გამარჯვებული ელის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მონრეალის მასტერსს?

  • რაფაელ ნადალი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • დომინიკ ტიმი
  • დანიილ მედვედევი
  • სტეფანოს ციციპასი
  • კეი ნიშიკორი
  • მარინ ჩილიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები