Thumbnail

გიორგი ნემსაძე: ასეთი შანსი ქართულ რაგბის არასდროს ჰქონია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა, გიორგი ნემსაძემ, აგვისტოს ტესტების დაწყებამდე საუზერნ კინგსსა და შოტლანდიასთან გასამართ მატჩებამდე კომენტარი გააკეთა.

გიორგი ნემსაძე: "ჩვენ ვამბობთ, რომ 6 ერში ცვლილებები გვინდა. გახდეს 7 ერი, ან ჩავანაცვლოთ იტალია. შეიძლება ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ ხმამაღლა ვთქვათ ის, თუ რა მოხდება მოედანზე, თუკი ექვს ერში მიგვიღებენ. მივმართავ ჩვენს მაყურებელს, უფრო მეტად გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა. 75-ე წუთზე, როცა დალეწილი ხარ და გინდა რომ თამაში დამთავრდეს, აი სწორედ ამ დროს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა. ვისურვებ, რომ შოტლანდიასთან იმდენი ხალხი მოვიდეს, რამდენიც არასდროს არ ყოფილა!"

75-ე წუთზე | საქართველო v შოტლანდია

🗣 75-ე წუთზე, როცა დალეწილი ხარ და გინდა რომ თამაში დამთავრდეს, აი სწორედ ამ დროს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა" გიორგი ნემსაძე #ბრძოლაშიბედნიერნი 🇬🇪 საქართველო v შოტლანდია 🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿 | 31 აგვისტო, 20:00, დინამო ბილეთები შეიძინე აქ 👉 www.TKT.ge/Rugby შოტლანდიამდე 4 დღით ადრე: 🇬🇪 საქართველო v საუზერნ კინგს 🇿🇦 | 27 აგვისტო, 19:15, მესხი #GeorgianRugby #TheLelos #რაგბიჩვენითამაშია

Posted by Georgian Rugby on სამშაბათი, 06 აგვისტო, 2019
გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

 

კომენტარები

ბოლო ამბები