Thumbnail
  • ჰიბერნიანსი 3:0 ნიკე
  • საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული ლიგის 1/16 ფინალში გადის

საქართველოს ჩემპიონმა ქალთა ფეხბურთში ნიკემ 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი გამართა, შოტლანდიურ ჰიბერნიანსთან დამარცხდა 0:3 . ეს მატჩი სლოვენიის ქალაქ ბელტინციში გაიმართა. 

მე-17 წუთზე 20 წლის კოლე კავანაგმა ნიკეს ბელარუს ლეგიონერ ეკატერინა მიკლაშევიჩს გაუტანა. 68-ე წუთზე 19 წლის ჯეიმი-ლი ნაპიერმა ორამდე გაზარდა შოტლანდიური კლუბის უპირატესობა. 93-ე წუთზე ნაპიერმა დუბლი შეასრულა. 

ნიკე ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გასვლისთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძვის. 1/16 ფინალში 22 გუნდი უკვე დაშვებულია, დარჩენილი 10 საგზურისთვის კი 40 კლუბი იბრძვის, რომლებიც 10 ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჯგუფების გამარჯვებულები 1/16 ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

მე-3 ჯგუფში ნიკესთან და ჰიბერნიანსთან ერთად სლოვენიური პომურიე და უელსური კარდიფი არიან. 10 აგვისტოს ნიკე პომურიეს დაუპირისპირდება, ხოლო 13-ში - კარდიფს. 

კომენტარები

ბოლო ამბები