Thumbnail
  • ფეიენოორდის მწვრთნელმა დინამო თბილისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
  • იაპ სტამი მიიჩნევს, რომ დინამოსთან მატჩისთვის გუნდი გაძლიერდა
  • კენტ ვერმერს სურს, რომ გუნდმა პირველი მოგება მოიპოვოს

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, როტერდამის ფეიენოორდი თბილისის დინამოს 'დე კუიპზე', 8 აგვისტოს უმასპინძლებს. როტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა მატჩისწინა პრესკოფერენცია გამართა და თბილისის დინამოს შესახებ ისაუბრა.

როტერდამელთა პრესკოფერენციას გუნდის ფეხბურთელი კენტ ვერმერიც დაესწრო. სტამისთვის დინამოსთან გასამართი მატჩი ფეიენოორდის მწვრთნელის რანგში ევროტურნირზე სადებიუტო იქნება.

იაპ სტამი: "რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ და ვფიქრობთ, რომ ევროტურნირისთვის გავძლიერდით. იდეალური ფორმისგან შორს ვართ, თუმცა გუნდში პოზიტიური განწყობაა და ფეხბურთელებიც მატჩისთვის მზად არიან. დინამო თბილისი კარგი გუნდია. მათ უკვე ორი ეტაპი გაიარეს. დინამო საკმაოდ ძლიერია. თბილისელები ინდივიდუალურად ბრწყინვალედ თამაშობენ. შესაბამისად, თითოეულ მოთამაშეს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და თამაში გავაკონტროლოთ. ახლა ჩვენს კლუბში კარგი სიტუაცია არ არის, თუმცა ხელმძღვანელობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ."

კენტ ვერმერი: "ვფიქრობ, რომ სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ახლა გამოსწორების შანსი გვაქვს. მეტოქეს კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია. მთელი გუნდი მობილიზებული ვართ და შეგვიძლია გამარჯვებისთვის ბრძოლა."

კომენტარები

ბოლო ამბები