Thumbnail

გოლფი | ევროპის ჩემპიონატი თბილისში? საქართველოს დებიუტი მე-11 ადგილით

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ახლახან ლიტვაში გოლფში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა 
  • საქართველოს გოლფის ფედერაციის განაცხადი მასპინძლობაზე

საქართველოს გოლფის ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ლიტვაში მოხდა, სადაც The V Golf Club Vilnius-ში გოლფში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა (მე-2 დივიზიონი). ნაკრებში სანდრო ილაშვილმა, ზაურ გაბაიძემ, ქართლოს დიასამიძემ და ვახო ხახვიაშვილმა იასპარეზეს. ეს გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა. 

დებიუტანტმა ნაკრებმა ლიტვაში 13 მონაწილე ქვეყანას შორის მე-11 ადგილი დაიკავა. ჯგუფში საქართველოს ნაკრები 1:2 დამარცხდა ჩრდილეთ მაკედონიასთან და 0:3 უკრაინასთან. ევროპის ჩემპიონატი მე-2 დივიზიონში კი საბერძნეთის ვაჟთა ნაკრებმა მოიგო. 

ვილნიუსში საქართველოს გოლფის ფედერაციამ გამოთქვა სურვილი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს (მე-2 დივიზიონი) უმასპინძლოს. 

აღსანიშნავია, რომ გოლფი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები