Thumbnail

'40 წლის შემდეგ' - ამერიკაში ვაკო ყაზაიშვილი ჯორჯ ბესტს შეადარეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზუსტად 38 წლის წინათ ჯორჯ ბესტმა ფორტ ლოდერდეილს საოცარი გოლი გაუტანა
  • ახლახან, ვაკომ კოლორადო რეპიდსს მსგავსი გოლი გაუტანა

სან ხოსე ერზქუეიკსის ტვიტერზე ვაკო ყაზაიშვილის გოლი მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდის, ჯორჯ ბესტის გოლს შეადარეს. 

26 წლის ქართველმა ლეგიონერმა ამას წინათ, საოცარი სილამაზის გოლი გაუტანა კოლორადო რეპიდსს, ერზქუეკში კი ამ გოლმა ბესტის გოლი გაახსენათ. ჩრდილოირლანდიელი კარიერის ბოლოსკენ სწორედ სან ხოსეში თამაშობდა, 1981 წელს მან იშვიათი სილამაზის გოლი გაუტანა ფორტ ლოდერდეილს 34 წლის ასაკში. ეს გოლი ჯორჯ ბესტის 10 საუკეთესო გოლის სიაშია შესული. 

"თითქმის 40 წლის შემდეგ... ჯორჯ ბესტი x ვაკო ყაზაიშვილი", - წერს MLS-ის კლუბის ოფიციალური ტვიტერი. 

ვაკო ყაზაიშვილი მატიას ალმეიდას გუნდის ერთ-ერთი ლიდერია - ბოლო 10 ოფიციალურ შეხვედრაში მან 9 გოლი გაიტანა. ვაკოს MLS-ის ბოლო სეზონში 21 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. ვაკო ოთხჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, ერთხელ კი ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. 

ჯორჯ ბესტმა 1974 წლის მერე, როცა იუნაიტედი დატოვა, ბევრი კლუბი მოიარა, ამერიკაში კი სამ გუნდში ითამაშა. სან ხოსეს შემადგენლობაში მან 56 მატჩში 21 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები