Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:6, 6:2, 6:3 იან-ლენარდ შტრუფი
  • საქართველოს პირველი ჩოგანი მერვედფინალში ზვერევს შეხვდება
  • ნიკამ თავის კარიერაში 2 000 სარეიტინგო ქულას პირველად მიაღწია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსის 1/16 ფინალში იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ქართველმა, რომელიც ტურნირზე მე-13 ნომრადაა განთესილი, გერმანელს, რომელიც მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, სამ სეტში, 2:6, 6:2, 6:3 მოუგო!

27 წლის ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში ალექსანდერ ზვერევი იქნება - შეგახსენებთ, რომ ნიკამ მას ევროპის ღია პირველობაზე, ჰამბურგში, დრამატულ მატჩში, 6:4, 4:6, 7:6 მოუგო. რეიტინგში მე-7 პოზიციაზე მყოფ ზვერევთან მატჩი 8 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

შტრუფთან, რომელიც ქართველის მეწყვილეა, ბასილაშვილმა პირველი სეტი ჩააგდო - 2:2-ზე გერმანელმა ნიკას ორი ბრეიკი აუღო და, საბოლოოდ, სეტი 6:2 მოიგო. მეორე და მესამე სეტში კი ბასილაშვილმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა, კარგად ათამაშდა და მეტოქეს თამაში შეუტრიალა.

ამ მატჩამდე, ნიკას რეიტინგში 1 975 ქულა ჰქონდა. შტრუფთან გამარჯვების შემდეგ კი უკვე 2 020 ქულა აქვს.

ბასილაშვილმა 2 000 სარეიტინგო ქულას კარიერაში პირველად მიაღწია!

2 930 ქულა - ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ქართველს მონრეალში შეუძლია. ოღონდ, ამისთვის მან "როჯერს კაპი" უნდა მოიგოს! ასეთ შემთხვევაში, ნიკა სულაც მსოფლიოს მე-8 ჩოგანი გახდება!

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მონრეალის მასტერსს?

  • რაფაელ ნადალი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • დომინიკ ტიმი
  • დანიილ მედვედევი
  • სტეფანოს ციციპასი
  • კეი ნიშიკორი
  • მარინ ჩილიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები