Thumbnail

ლომუ და გორგოძე ერთად - მსოფლიო რაგბის კითხვა გულშემატკივრებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მსოფლიოს სარაგბო სამყარო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც იაპონიაში 22 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. მსოფლიოს რაგბის გვერდმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც 10 სკამია გამოსახული და თითოეულ სკამთან 4 მორაგბის სახელი წერია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს C ჯგუფს?

  • ინგლისი
  • საფრანგეთი
  • არგენტინა
  • ტონგა
  • აშშ

აღსანიშნავია, რომ ამ 40 საუკეთესო მორაგბეში მამუკა გორგოძეც მოხვდა. მამუკა მე-7 სკამის ოთხეულში ახალზელანდიელ ჯონა ლომუსთან, არგენტინელ ფელიპე კონტეპომისთან და იაპონელ აიუმუ გორომარუსთან დაასახელეს.

''რომელი სკამის ოთხეულს აირჩევდით თქვენ?'' - მსოფლიო რაგბის კითხვა ასე ჟღერდა. ქომაგთა უმეტესობა უპირატესობას მე-7 სკამს ანიჭებდა, სადაც ჯონა ლომუსთან ერთად მამუკა გორგოძეც არის არჩეული.

Which table are you sitting at? 💬

Posted by World Rugby on სამშაბათი, 06 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები