Thumbnail

დევისის თასი: საქართველოს ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დევისის თასი. ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფი.
  • საქართველო 1:3 მაროკო.
  • 7-8 აპრილს საქართველო ლუქსემბურგს შეხვდება და ჯგუფში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევის თასის ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში მაროკოსთან დამარცხდა. შეხვედრები მარაკეშში ჩატარდა. პირველ დღეს, გიორგი ცივაძემ და ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავიანთი შეხვედრები წააგეს და შესაბამამისად, მაროკო 2:0 დაწინაურდა.

მეორე დღე წყვილთა თამაშით დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ალექსანდრე მეტრეველმა ამინე აჰოდას და ლამინე უაჰაბის მოუგეს.

შემდეგ, ერთეულთა ჯერი დადგა: ნიკოლოზ ბასილაშვილი ლამინე უაჰაბის შეხვდა და 2 სეტში 1:6, 3:6 დამარცხდა

ამრიგად, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მაროკოსთან 1:3 წააგო. 7-8 აპრილს საქართველოს ნაკრები ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები