Thumbnail

ტრანსფერები | ერიკსენი ოლდ ტრაფორდზე? იუნაიტედი დანიელს შეუთანხმდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანჩესტერ იუნაიტედი კრისტიან ერიკსენზე გადაერთო
  • დანიელს რეალში ურჩევნია, მაგრამ მადრიდელები არაფერს სთავაზობენ

მანჩესტერ იუნაიტედი ტოტენჰემის დანიელი გამთამაშებლის, კრისტიან ერიკსენის გადაბირებას ცდილობს! ამის შესახებ ბრიტანული ‘დეილი მეილი’ წერს - ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, იუნაიტედი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ერიკსენი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (8 აგვისტო) გაიფორმოს.

27 წლის ფეხბურთელს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან ახლავე ახალ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი, ანაც უნდა გაიყიდოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, სპურსი მას გაისად უფასოდ დაკარგავს. დანიელმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ახალი გამოწვევისთვის მზადაა, რითაც, ფაქტობრივად, წასვლის სურვილი დაადასტურა. კონტრაქტის გამო მისი ფასი 50 მილიონ ფუნტამდეა დაცემული, თუმცა ‘დეილი მეილი’ წერს, რომ იუნაიტედი ტოტენჰემს გაცილებით მეტს სთავაზობს. ტოტენჰემში მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ - მაურისიო პოჩეტინო არგენტინელ ჯოვანი ლო სელსოს (ბეტისი) ეპატიჟება.

ცნობილია, რომ ერიკსენს მადრიდის რეალში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ‘სამეფო კლუბში’ ის მხოლოდ გეგმა B გახლავთ - პოლ პოგბას შემდეგ. შესაბამისად, თავად ერიკსენიც საკუთარ გეგმა B-ს განიხილავს - მანჩესტერ იუნაიტედის სახით.

ესპანური AS წერს, რომ იუნაიტედი და დანიელი ფეხბურთელი უკვე შეთანხმდნენ 5-წლიან კონტრაქტზე, ახლა კი, მანკუნიანელები ტოტენჰემს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ და ტრანსფერი, შესაძლოა, ძალიან მალე განხორციელდეს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები