Thumbnail

რუსეთის პრემიერლიგაში ფანტასტიკური მაკრატელა გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ფანტასტიკური გოლი გავიდა
  • ორენბურგის სერბმა ლეგიონერმა ახმატს მაკრატელა დარტყმით გაუტანა

რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ეფექტური გოლი გავიდა.

ახმატ გროზნომ საკუთარ მოედანზე ორენბურგს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძლები შეხვედრის 49-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრების სერბმა ლეგიონერმა დესპოტოვიჩმა 64-ე წუთზე ფანტასტიკური "მაკრატელა" დარტყმით გაათანაბრა.

მასპინძლებმა თამაშის მოგება მაინც მოახერხეს. ალბანელმა როშიმ 70-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ახმატ გროზნოს ანგარიშით 2:1 მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები