Thumbnail

კურიოზი ვაჟთა კალათბურთში - ფიბას მიერ დასჯილი დი ჯეი კუპერი ფეხმძიმედ აღმოჩნდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დი ჯეი კუპერი ფიბამ 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
  • დისკვალიფიკაციის რეალური მიზეზი ახლა გახდა ცნობილი

2018 წელს ამერიკელი კალათბურთელი დი ჯეი კუპერი, რომელიც ბოსნიის ნაკრებში აპირებდა თამაშს, დოპინგ-ტესტსზე ჩავარდა. ამისთვის ფიბამ გამთამაშებელი 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ახლახან ცნობილი გახდა, რა მოხდა შარშან დოპინგ-ტესტზე. ლაბორატორიულ კვლევას არ დაუდასტურებია კალათბურთელის შარდში მასტიმულირებელი პრეპარატის კვალი, არც სხვა ნარკოტიკული ნივთირებები. როგორც RTV იუწყება, ამ ტესტის მიხედვით დი ჯეი კუპერი... ფეხმძიმედ იყო! შარდში gHC ჰორმონი აღმოჩნდა, რომელსაც პლაცენტა გამოიმუშავებს. 

როგორც აღმოჩნდა, დი ჯეი კუპერმა დოპინგ ტესტს გვერდი თაღლითურად აუარა და მეგობარი გოგონას შარდი ჩააბარა, რომელმაც არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო...

ფიბას დისკვალიფიკაცია კუპერს 2020 წლის 20 ივნისს გაუვა. კუპერი ოჰაიოს უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა და კოლეჯთა ლიგაში საშუალოდ 14.5 ქულას, 6.5 ასისტსა და 4.3 მოხსნას აკეთებდა. დრაფტზე ის არ აუყვანიათ, ასე რომ, სათამაშოდ ევროპაში გადავიდა, სადაც საბერძნეთისა და საფრანგეთის ლიგებში ასპარეზობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები