Thumbnail
  • ინგლისური მედია: ლო სელსო ტოტენჰემში გადადის
  • კრისტიან ერიკსენს რეალ მადრიდისკენ გზა ეხსნება

ევროპული სპორტული მედია ბეტისის არგენტინელი ნახევარმცველის, ჯოვანი ლო სელსოს ბედს რამდენიმე ტოპ-კლუბს უკავშირებდა - მათ შორის, ყველაზე ხშირად, მიუნხენის ბაიერნს და ტოტენჰემს.

ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, ლო სელსო ტოტენჰემში გადადის! როგორც ირკვევა, სპურსი და ბეტისი 23 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ და ესპანური კლუბი მის სანაცვლოდ 60-დან 75 მილიონ ევრომდე მიიღებს.

შესაბამისად, ლო სელსო ტოტენჰემის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. ეს სტატუსი ახლა ნდომბელეს აქვს, რომელიც ტოტენჰემმა ლიონიდან 60 მილიონ ევროდ შეიძინა.

ლო სელსოს ტრანსფერი იმის მაუწყებელიცაა, რომ ინგლისური კლუბი, დიდი ალბათობით, კრისტიან ერიკსენს დაკარგავს. ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ დანიელ გამთამაშებელს კლუბის გამოცვლა სურს - მის შესაძენად განსაკუთრებით მადრიდის რეალი აქტიურობს. ერიკსენს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ან ახლავე ახალ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი, ანაც უნდა გაიყიდოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, სპურსი მას გაისად უფასოდ დაკარგავს. შესაბამისად, მისი გვარი ტურინის იუვენტუსშიც მონიშნული ექნებათ...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები