Thumbnail

42 წლის ასაკში! ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა კარიერას აგრძელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტომ ბრეიდის თამაში 45 წლამდე სურს
  • ახალი კონტრაქტი მას 70 მილიონ დოლარს მოუტანს

სუპერბოულის 6-გზის გამარჯვებული ტომ ბრეიდი კარიერის დასრულებას არ აპირებს! ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის ლეგენდარული კვოტერბეკი მოქმედ ჩემპიონ ნიუ ინგლენდ პეტრიოტსთან კონტრაქტს ორი წლით აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 3 სეზონს (!) ითამაშებს.

ტომ ბრეიდი ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში, რომელსაც სუპერბოული 6-ჯერ აქვს მოგებული

NFL-ში ახალი სეზონი სექტემბერში იწყება და ეს ბრეიდისთვის მე-20 სეზონი იქნება. ახალი ხელშეკრულება მას, სამი სეზონის ჯამში 70 მილიონ დოლარს მოუტანს. ბრეიდი შაბათს 42 წლის გახდა. აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის ამოწურვისას ის უკვე 45 წლის იქნება.

NFL-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მოთამაშეს არაერთხელ უთქვამს, რომ 45 წლამდე თამაში სურს. თებერვალში მან პეტრიოტსთან ერთად, თავისი მეექვსე სუპერბოული მოიგო. მისმა გუნდმა ფინალში ლოს ანჯელეს რემსი 13:3 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები