Thumbnail

ქათამი მოედანზე - უცნაური პროტესტი ჰოლანდიის ჩემპიონატში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ჰერაკლესი და ჰერენვენი ხვდებოდნენ, მოედანზე თეთრი ქათამი გამოჩნდა.

ეს მატჩის დასაწყისში, მესამე წუთზე მოხდა. ქათამი მოედანზე გულშემატკივრებმა შეუშვეს, მანამდე კი, მინდორზე კვერცხები გადაყარეს. მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში შეეჩერებინა. პაუზა რამდენიმე წუთი გაგრძელდა - სანამ სტადიონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქათამი არ დაიჭირა.

ეს მასპინძელი გუნდის, ჰერაკლესის ფანების პროტესტი იყო. მათ არ მოსწონთ, რომ სტადიონ ‘პოლმანს’ სახელი უნდა გადაერქვას და ეწოდოს დასუფთავების კომპანიის სახელი, რომელიც ჰერაკლესის სპონსორია.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ჰერენვენმა 4:0 მოიგო...

 

კომენტარები

ბოლო ამბები